მანანა კობახიძე საჩხერის მკვიდრი გახდა

მანანა კობახიძე საჩხერის მკვიდრი გახდა

"ქართული ოცნების“საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მანანა კობახიძე საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში ჯემალ ივანაშვილის ოჯახში ჩაეწერა და მისი კომლის წევრი გახდა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  თბილისიდან, ვაკის რაიონიდან ამოეწერა და  სოფელ ჭორვლას მკვიდრი ოფიციალურად გახდა.

მისი თქმით, დღეიდან მის ოპონენტებს სალაპარაკო აღარაფერი აღარ ექნება.

„დღეიდან თავიდან ბოლომდე უკვე საჩხერელი ვარ. აქედან გამომდინარე, ჩემს ოპონენტებს , რომლებიც იძახიან, რომ მე თბილისელი ვარ და საჩხერისთვის რეალურად არაფრის გაკეთება არ შემიძლია, სალაპარაკო აღარაფერი ექნებათ“, - განაცხადა მან.