ქდმ-ს ლიდერები აშშ-ს სენატორთა დელეგაციას ხვდებიან

ქდმ-ს ლიდერები აშშ-ს სენატორთა დელეგაციას ხვდებიან

აშშ-ს სენატორთა დელეგაცია ამჯერად „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებს ხვდებიან. დელეგაციას ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობს, პარტიისგან კი შეხვედრას მისი ლიდერები გიორგი თარგამაძე, ლევან ვეფხვაძე, მაგდა ანიკაშვილი და საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ესწრებიან.

ქდმ-ს წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრის თემა საარჩევნო გარემო, საერთაშორისო გამოწვევები, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ხედვები და პროგრამებია. შეხვედრა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ოფისში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

აშშ–ის სენატის სამკაციანი დელეგაცია სენატორ ჯონ მაკკეინის ხელძღვანელობით საქართველოს დღეს, ორდღიანი ვიზიტით ეწვია. დელეგაციაში არიან სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი (დამოუკიდებელი, კონეკტიკუტის შტატი) და სენატორი ლინდსი გრემი ("რესპუბლიკური პარტია", სამხრეთი კაროლინა). 

სენატორებმა უკვე გამართეს შეხვედრები უშიშროების საბჭოში, ”ქართულ ოცნებაში”.