„გამყალბებელთა“ სტიკერები  აფხიკეს

„გამყალბებელთა“ სტიკერები აფხიკეს

"გამყალბებელთა"ფოტო სურათებიანი სტიკერები აფხიკეს. გუშინ „თავისუფლების მოედნის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან სასტუმრო „ქორთიართ მერიოტამდე“ ასფალტზე სტიკერები იყო დაკრული, სადაც რამდენიმე ადამიანის ფოტო სურათი იყო გამოსახული.

სტიკერებზე ეწერა – „გასაყალბებელი კიდევ ბევრია“ და გამოსახული იყო:  ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა კაციტაძე, მიხეილ მაჭავარიანი, ზურაბ ხარატიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი. ამი ფოტოების გასწვრივ კი ეწერა: „ჩვენ გავაყალბებთ!“

სტიკერები ასფალტზე საკმაოდ კარგად იყო დაკრული და მოსახლეობა ფეხით დადიოდა. დღეს კი სტიკერები ძლივს აფხიკეს.