გიორგი ასათიანი: „წყალტუბოს რაიონში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ავარიული სკოლებია“

გიორგი ასათიანი: „წყალტუბოს რაიონში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ავარიული სკოლებია“

დღეს, „ახალი მემარჯვენეების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ასათიანი წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვილიშორში მოსახლეობას შეხვდა. სოფელში არ არის სასმელი წყალი, მაღაზია და შიდა გზები. სოფლის სკოლა ავარიულია, ელექტროენერგია მოსახლეობას არასტაბილურად მიეწოდება და პრობლემას წარმოადგენს საერთო გამრიცხველიანება. ასევე დიდი პრობლემაა ტრაქტორის არარსებობა, რის გამოც საგაზაფხულო სამუშაოები სერიოზული შეფერხებით ჩატარდა.

გოგა ასათიანმა მოსახლეობას „ახალი მემარჯვენეების“ საარჩევნო პროგრამა - „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ გააცნო და დაპირდა, რომ მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში, ძალისხმევას არ დაიშურებს  ქვილიშორისა და წყალტუბოს რაიონის სხვა სოფლების პრობლემების მოსაგვარებლად.

„სოფლის განვითარება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს, ამისთვის მემარჯვენეები დიდი ხანია ვიბრძვით და აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ყველა ოჯახმა სოფლად და ქალაქად შეძლებულად და ღირსეულად იცხოვროს“. - განაცხადა გიორგი ასათიანმა.