გუბაზ სანიკიძე: ძალიან ბევრი ხალხი მოვა არჩევნებში, რაც „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ნიშნავს

გუბაზ სანიკიძე: ძალიან ბევრი ხალხი მოვა არჩევნებში, რაც „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ნიშნავს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. დღის განმავლობაში მან რამდენიმე შეხვედრა გამართა. მათ შორის, შეხვდა ახალგაზრდობისა და გამსახურდიას პროსპექტების მოსახლეობას და  „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გეგმები გააცნო.

როგორც სანიკიძემ შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა,  არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, ქვეყანაში უპროცენტო გრძელვადიანი სესხების სისტემა დამკვიდრდება.

„გაძლევთ პირობას, რომ გადაიხედება ყველა საკითხი, რომელიც თქვენთვის აქტუალურია.  ვინ, რა და რამდენი მოიპარა, ვინა დამნაშავე და ვინ არაა“, - განაცხადა სანიკიძემ.

მისი თქმით,  ქუთაისში ხალხის განწყობა იმედიანია.

„დღეს მეხუთე შეხვედრა გავმართე. ქუთაისში ყველაფერი კარგად მიდის.  ხალხის განწობა იმედიანია. ალბათ, ძალიან ბევრი ხალხი მოვა არჩევნებში. ბევრი ხალხი კი,   „ქართული ოცნების“  გამარჯვებას ნიშნავს“, - განაცხადა სანიკიძემ.