ბაღათურია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოებას ელექტროენერიის საფასურის 11 თეთრამდე დაწევას პირდება

ბაღათურია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოებას ელექტროენერიის საფასურის 11 თეთრამდე დაწევას პირდება

„ქართული დასი“ ცდილობს, რომ 1 ოქტომბრამდე გაზის ფასმა 23 თეთრამდე დაიწიოს და მოსახლეობამ ქვითრები უკვე შეცვლილი ტარიფით მიიღოს“ - ამის შესახებ პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პარტიის სოციალური პროგრამების პრეზენტაციის დროს განაცხადა.

როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, პარტია დღეიდან სოციალური პროგრამების პრეზენტაციის ციკლს იწყებს. მათ შორის ტარიფებთან დაკავშირებული პროგრამა პირველია.

მისი თქმით, დღეს საქართველოში 1 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საზღვრამდე მოტანა 460 აშშ დოლარი ღირს, რის გამოც გაზის ტარიფი 51 თეთრია. რაც შეეხება ელექტროენერგიის ფასს, როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, დღეს მოსახლეობა 1 კვტსთ. ელექტროენერგიაში 17,7 თეთრს იხდის, რასაც დასუფთავების გადასახადი - 0,5 თეთრი ემატება და საერთო ჯამში 22,7 თეთრი გამოდის.
„ქართული დასის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კი, ელექტროენერგიის ტარიფი 10-12 თეთრი იქნება. რაც შეეხება წყლის საფასურს, ყველა პენსიონერი და სოციალურად დაუცველი მოქალაქე წყალში 1,75 ლარს გადაიხდის. დანარჩენი აბონენტებისთვის წყლის ტარიფი 30%-ით შემცირდება“,- განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმით, პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩევლის საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუას გადაწყვეტილებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ვიდრე წყლის ტარიფი დარეგულირდება, სავარაუდოდ, საწყის ეტაპზე, ყველა მოქალაქე განახევრებულ ფასს გადაიხდის.
„ქართული დასის“ სოციალურ პროექტში დევნილთა საკითხიც შევიდა  და აღნიშნა, რომ 8 თვეში დასრულდება დევნილთა ახალი პროექტი.

„შეიქმნება დევნილთა დახმარების ფონდი, რომელიც 8 თვეში ყველა დევნილს საცხოვრებელ ბინებს შეუსყიდის. იმ ბინებსა და კერძო სახლებს შევუსყიდით, სადაც დევნილები ამჟამად ცხოვრობენ“ - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, მომავალ კვირას პარტია განათლების, ჯანდაცვის და საპენსიო რეფორმის პროექტების პრეზენტაციას გამართავს.