ბიძინა ივანიშვილი ჯონ მაკკეინის ხელძღვანელობით, აშშ–ის სენატის დელეგაციას ხვდება

ბიძინა ივანიშვილი ჯონ მაკკეინის ხელძღვანელობით, აშშ–ის სენატის დელეგაციას ხვდება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი  ჯონ მაკკეინის ხელძღვანელობით აშშ–ის სენატის დელეგაციას ხვდება. ბიძინა ივანიშვილისა და აშშ-ს სენატორების შეხვედრა უკვე დაიწყო.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ამერიკელი სენატორები: ჯონ მაკკეინი, ჯოზეფ ლიბერმანი და ლინდსი გრემი ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

მათთან ერთად შეხვედრაში აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მონაწილეობს.

სენატორებს „ქართული ოცნების“ ოფისთან კოალიციის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე და ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი დახვდნენ.

შეხვედრას გარდა ბიძინა ივანიშვილისა სავარუდოდ,  „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები - ირაკლი ალასანია, კახა კალაძე და დავით უსუფაშვილი დაესწრებიან.