როლანდ ახალია: ჩემი ოპონენტი ალასანია არაა, ჩემი ოპონენტი ხალხია

როლანდ ახალია: ჩემი ოპონენტი ალასანია არაა, ჩემი ოპონენტი ხალხია

"ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ყოფილი პროკურორი როლანდ ახალაია მოსაშვილს ქუჩის მოსახლეობას შეხვდა, თუმცა საარჩევნო პროგრამაზე არ უსაუბრია. როგორც ახალაიამ შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, ყველაფერი კეთდება და ხელისუფლება მათ ყველაფერს გაუკეთებს. 

„გავბედე და გადავწყვიტე ხალხთან გავსულიყავი. ხალხისთვის მიმენდო ჩემი ბედი, რამდენად სწორად ვიმუშავე და რამდენად სწორად გავაკეთე.  მე არ შევრცხვენილვარ და არ შევრცხვები არასდოს ჩემი ხალხის წინაშე.  ეს ჩემთვის თანამდებობა კი არა,  პასუხიმგებლობაა, რომელიც მამძიმებს თქვენს წინაშე“, - განაცხადა ახალაიამ.

ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად, გაიმართება თუ არა დებატები მასსა და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ირაკლი ალასანიას შორის, ახალაიამ განაცხადა, რომ ალასანია მისი ოპონენტი არ არის.

„მე დღეეს ქართველ ხალხთან მაქვს დებატები.  ის მერე ვნახოთ. ჩემი ოპონენტი ალასანია არაა, ჩემი ოპონენტი ხალხია“, - განაცხადა ახალაიამ.