მანანა ნაჭყებიამ ზუგდიდში “ მემარჯვენეების

მანანა ნაჭყებიამ ზუგდიდში “ მემარჯვენეების" პროგრამა "შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად" წარადგინა

 "ახალი მემარჯვენეების" ზუგდიდის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მანანა ნაჭყებიამ ზუგდიდში  პარტიის პროგრამა "შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად" წარადგინა. პროგრამის პრეზენტაციას მოსახლეობასთან ერთად სამეგრელოს რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების  და რეგიონში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"მე ვთვლი, რომ ზუგდიდი ნამდვილად იმსახურებდა, რომ პროგრამა აქაური საზოგადოებისთვის წარგვედგინა.  ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია  მოგვიწოდებს დაპირისპირების ნაცვლად აქცენტი ავიღოთ პროგრამების, ხედვების  შეჯიბრზე და საზოგადოებას ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება მივცეთ.  ზუგდიდში კარგად იციან რას ნიშნავს შეძლებული ოჯახი და მე მათ ჩვენი პარტიის  გეგმა გავაცანი როგორ ვაპირებთ  იმის მიღწევას, რომ  საქართველოში ოჯახებმა სოფლად და ქალაქად შეძლებულად იცხოვრონ," - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.