ლოს ანჟელესში Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია იმართება (VIDEO)

ლოს ანჟელესში Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია იმართება (VIDEO)

დღეს, ლოს ანჟელესში MTV -ის ყოველწლიური დაჯილდოება  Video Music Awards გაიმართება.   დაჯილდოების ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში „წლის ვიდეო“ წარმოდგენილია ბარბადოსელი რიანას ორი ვიდეორგოლი: „We Found Love“ და „Take Care“. ამ ტიტულზე ასევე ნომინირებული არიან, გოთი და კიმბრა.  

საუკეთესო ხუთეულში უკვე მეორე წელია ფიგურირებს კეტი პერი, ამჯერად კომპოზიციით „Wide Awake“

 „მაყურებლის განსაკუთრებული სიმპათიის“ ნომინაციაში მოხვდნენ : სელენა გომესი, ნიკი მინაჟი, ბიონსე, ტეილორ სვიფტი, ჯასტინ ბიბერი, აშერი, კრის ბრაუნი და ა.შ.

Video Music Awards ამერიკული მუსიკალური ტელეარხის  MTV  დაჯილდოებაა, რომელიც გადაეცემათ საუკეთესო კომპოზიციებზე შექმნილ საუკეთესო ვიდეოკლიპებს, ნომინაციებში: „საუკეთესო ჯგუფი, დებიუტი, შემსრულებელი, ქორეოგრაფია, მონტაჟი, რეჟისორი და ბოლოს, „წლის საუკეთესო ვიდეო“. ამ ნომინაციებს წელს დაემატა ორი, რეკორდსმენი ვიდეო სოციალურ ქსელებში და საუკეთესო საცეკვაო ვიდეო.