„ქართული ოცნების“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

„ქართული ოცნების“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამ წუთებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. კოალიციის მხრიდან შეხვედრას ალექსი პეტრიაშვილი, სოზარ სუბარი და მაია ფანჯიკიძე ესწრებიან.

 ისინი დიპლომატებს საქართველოში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოს გააცნობენ. 

აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კოალიციის ცენტრალურ ოფისში ამერიკის სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდება. შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართება.