სააკაშვილმა პოლონეთისა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრებს ყვარელში საკუთარ კარ-მიდამოში უმასპინძლა

სააკაშვილმა პოლონეთისა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრებს ყვარელში საკუთარ კარ-მიდამოში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შვედეთის, პოლონეთისა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრებს ყვარელში საკუთარ კარ-მიდამოში უმასპინძლა.

მიხეილ სააკაშვილი კარლ ბილდტსა და რადოსლავ სიკორსკის ქართულზე ტრადიციებზე ესაუბრა. პრეზიდენტთან ერთად, მათ, სიმბოლურად,რთველშიც მიიღეს მონაწილეობა და ყურძენიც თავად დაწურეს.

ყვარელში ქვეყნის პირველმა პირმა ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრი რატუ ინოკე კუბუაბოლასაც მიიღო. სააკაშვილმა მას ქართული ღვინისა და ჭაჭის დაყენების ტექნოლოგია გააცნო და ყურძნის ქართული ჯიშების უნიკალურობაზე ესაუბრა.

სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ამბასადორიალის ფარგლებში იმყოფებიან