პარლამენტის შენობით პაკისტანელი ინვესტორები დაინტერესდნენ

პარლამენტის შენობით პაკისტანელი ინვესტორები დაინტერესდნენ

პარლამენტის შენობა ჩინელმა და პაკისტანელმა ინვესტორებმა დაათვალიერეს. ისინი საკანონმდებლო ორგანოს 2 დღის წინ ესტუმრნენ და 1 საათის განმავლობაში საგულდაგულოდ ათვალიერებდნენ.

ჩინელი და პაკისტანელ ინვესტორები პარლამენტში 2 დღის წინ 18.00 საათისთვის მივიდნენ. ამ დროს პარლამენტის შენობაში მივიდა ჩინეთში საქართველოს ელჩი მამუკა გამყრელიძე.

ინვესტორებს საკანონმდებლო ორგანოში არც ერთ თანამდებობის პირთან შეხვედრა არ გაუმართავთ, მხოლოდ შენობა დაათვალიერეს და ერთი საათის შემდეგ პარლამენტი დატოვეს.

პარლამენტის შენობაში „ც“ ფლიგელი ფაქტობრივად დაცლილია. დღეს დილიდან „ც“ ფლიგელში განთავსებული ოთახების დიდი ნაწილი დაკეტილია.