ბათუმი ლაზური მუსიკის  ფესტივალის უმასპინძლებს (VIDEO)

ბათუმი ლაზური მუსიკის ფესტივალის უმასპინძლებს (VIDEO)

ბათუმი დღეს ლაზური მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც საოცრებათა მოედანზე გაიმართება.

ლაზური ფოლკლორული მუსიკის ფესტივალში მონაწილეობას 11 ანსამბლი მიიღებს. მათ შორის იქნებიან ფოლკლორული კოლექტივები და შემსრულებლები თურქეთიდან და საქართველოდან: „შურიმშინე“, „ათძალი“,თსუ-გორდელა“, „თუთარჩელა“, ბაიარ შაჰინი, ერდალ ბაირაქოლღუ და ა.შ.

ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია, მომღერალმა ბაიარ შაჰინი, მხარდამჭერი კი,  აჭარის კულტურის სამინისტრო. 

ფესტივალი ყოველწლიურ სახეს იღებს, ის შარშან პირველად  გაიმართა. შარშანდელი ღონისძიებები ცნობილი ლაზი მუსიკოსისა და ფოლკლორისტის ქაზიმ ქოინჯუს ხსოვნას მიეძღვნა. წლევანდელი კი, ლაზი პოეტისა და მხატვრის ხასან ჰელიმიშის ხსოვნას ეძღვნება.