„9 აპრილის

„9 აპრილის" საზოგადოება და ახალი ეროვნული მოძრაობა „სამშობლო" დღეს მიმართვის ტექსტს გაავრცელებენ

„9 აპრილის" საზოგადოება და ახალი ეროვნული მოძრაობა „სამშობლო"დღეს პარლამენტის წინ მიმართვის ტექსტს გაავრცელებენ.

აღნიშნული ორგანიზაციები საქართველოში ლეგიტიმურობის აღდგენისა და ეროვნული მთლიანობის მოთხოვნით, ბრიფინგსაც გამართავენ და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატების, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილეების სახელზე მიმართვის ტექსტს გაავრცელებენ.

მათი ცნობით, განცხადებები გაკეთდება  „ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილისა და პარტიის წევრის გურამ პეტრიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, ასევე სანდრო ბრეგაძის ამბიციებისა და პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის თაობაზე.

დღევანდელ ბრიფინგზე მიწვეული არიან შალვა ნათელაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და ასევე დაინტერესებული პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გავრცელდება მიმართვის ტექსტი ივანიშვილთან დაკავშირებით. 

გარდა ამისა, ღია ცის ქვეშ 1990 წლის აგვისტოს მოვლენების ამსახველი ხანმოკლე გამოფენა მოეწყობა.