ცესკო მაჟორიტარულ და პროპორციულ გადამოწმებულ სიებს დღეს გამოაქვეყნებს

ცესკო მაჟორიტარულ და პროპორციულ გადამოწმებულ სიებს დღეს გამოაქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკური პარტიების მაჟორიტარულ და პროპორციულ გადამოწმებულ სიებს დღეს გამოაქვეყნებს. 

ცნობისათვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 1 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებისთვის 17-მა საარჩევნო სუბიექტმა წარუდგინა.

პარტიული სიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი კი დღეს სრულდება.

აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ, ცსკ სიებს და მაჟორიტარულ ოლქებში რეგისტრირებულ კანდიდატთა მონაცემებს გამოაქვეყნებს.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართება.