ვანო მერაბიშვილი შვედეთისა და პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შეხვდა

ვანო მერაბიშვილი შვედეთისა და პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსკის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებ.გვერდი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, ვანო მერაბიშვილმა რადოსლავ სიკორსკისთან და კარლ ბილდტთან  საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობაში არსებული მიღწევები და გამოწვევები და საქართველოში არსებული სიტუაცია განიხილა. საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველო-პოლონეთის და საქართველო-შვედეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.

შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრა-ამბასადორიალში მონაწილეობენ.