თედო ჯაფარიძე კონდოლიზა რაისს შეხვდა

თედო ჯაფარიძე კონდოლიზა რაისს შეხვდა

4 სექტემბერს   „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თედო ჯაფარიძე   აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდა.  შეხვედრა „სტრატფორში“ გაიმართა, რომლის თემა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ასევე  საქართველო-რუსეთის ურთიერთობები იყო.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია საქართველოში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად და რომ არჩევნების გაყალბების  ნებისმიერი მცდელობა გამოიწვევს საქართველოს საერთაშორისო იმიჯის  შელახვას. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, უნდა დამკვიდრდეს ინსტიტუციონალური დემოკრატია და კანონიერება.