ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების გაყალების შემთხვევაში ქუჩაში გასვლის მოწოდების განცხადება არასოდეს გამიკეთებია

ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების გაყალების შემთხვევაში ქუჩაში გასვლის მოწოდების განცხადება არასოდეს გამიკეთებია

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის  შედეგი, რომლის თანახმადაც კოალიცია „ქართული ოცნების“ პროგრამას, გამოკითხულთა 66% არ იცნობს, არ გაკვირვებია.

ივანიშვილი ამას იმით ხსნის, რომ საზოგადოება არჩევანს არა პროგრამების ჭიდილით, არამედ პიროვნული განწყობის მიხედვით აკეთებს.

„საზოგადოებაში განსხვავებული განწყობაა. ჩემი სურვილია ეს განწყობა შეიცვალოს და შემდეგ არჩევნებზე აქცენტი უკვე პროგრამების მიხედვით გაკეთდეს“, - განაცხაადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება NDI-ის კითხვას, რომელიც არჩევნების გაყალბების შემთხვევაში საზოგადოებას ქუჩაში გასვლისკენ მოწოდებას უკავშირდებოდა, ივანიშვილის თქმით, მსგავსი ფორმულირებით მას განცხადება არასოდეს გაუკეთებია.

„რაც შეეხება მიტინგებს, საუბარი იყო იმაზე, რომ თუ არჩევნებში რაღაც მოხდებოდა, ჩვენ ხალხს გამოვიყვანთ და პირდაპირ ქუჩაში დავითვლით ხმებს. ჩვენი კურსი ძალადობა და დაპირისპირება არაა. როდესაც ამას წერენ, ეს არ არის მთლად კორექტული“, - განაცხადა ივანიშვილმა.