თბილისში „გამყალბებელთა“  სტიკერები გამოჩნდა

თბილისში „გამყალბებელთა“ სტიკერები გამოჩნდა

თბილისის ქუჩებში  „სტიკერები“ გამოჩნდა, რომელზეც აწერია, რომ „გასაყალბებელი კიდევ ბევრია“. ეს სტიკერები ასფალტზე, საკმაოდ კარგად არის დაკრული და მოსახლეობა ფეხით დადის.

სტიკერებზე გამოსახულია: ხათუნა გოგორიშვილის, მამუკა კაციტაძის,  მიხეილ მაჭავარიანის, ზურაბ ხარატიშვილის, პეტრე ცისკარიშვილის, გივი თარგამაძის, გოკა გაბაშვილის ფოტოები. მათი ფოტოების ქვემოთ აწერია: „ჩვენ გავაყალბებთ!“

სტიკერები „თავისუფლების მოედნის“ მეტროდან სასტუმრო  „ქორთიარდ მერიოტამდე“ ძირს არის დაკრული.