ზურაბ როსტიაშვილი სასამართლოს უკანონო ქმედებებს შიმშილობით გააპროტესტებს

ზურაბ როსტიაშვილი სასამართლოს უკანონო ქმედებებს შიმშილობით გააპროტესტებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ცნობილი ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც სასამართლოს სისტემაში არსებული გაუსაძლის და უსამართლო მდგომარეობაზე ისაუბრებს. ადვოკატი სასამართლოს მხრიდან უპრეცედენტო  დარღვევებსაც შეეხება.

მისი თქმით საქართველოს სასამრთლო სისტემა  მოქცეულია აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის ქვეშ, რის გამოც მოსამართლეები ვერ იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. ამან კი ადვოკატის თქმით, საქართველო მიიყვანა სამართლებრივ კატასტროფამდე.

„სასამართლო პირად მტრად აღიქვამს იმ ადვოკატებს, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ ბრალდებულის უდანაშაულობა, სასამართლოდან ხშირად აძევებენ სასამართლოსთვის მიუღებელ ადვოკატებს ან აკისრებენ ისეთ ჯარიმებს, რომ ადვოკატმა ვეღარ შესძლოს სასამართლოზე ხმის ამოღება.  თუ ადვოკატი თავისი პროფესიონალიზმის გამოყენებით მიაღწევს სასამრთლო პროცესზე მოწმისაგან სწორი ჩვენების მიღებას, რომელიც ადასტურებს  ადვოკატის  დაცვის ქვეშ მყოფი პირის უდანაშაულობას,  სასამართლო ურცხვად აყალბებს სხდომის ოქმს“, - აცხადებს ის.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესებზე სააკაშვილის რეჟიმმა სწორედ იმიტომ აკრძალა ვიდეო გადაღება,  რომ საზოგადოება არ ყოფილიყო ინფორმირებული სასამართლოს მიერ ჩადენილი იმ უკანონო მოქმედებების შესახებ, რასაც დღეს კუბლაშვილის მოსამართლეეები ჩადიან საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში.

არსებული ვითარებაში ადვოკატი ქართული სასამართლოს მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს პროტესტის უკიდურეს ზომით - შიმშილობით გაპროტესტებას აპირებს.

ყოველივე ამასთან დაკავშირებით, ზურაბ როსტიაშვილი პრესკონფერენციას ხვალ, 11:00 საათზე გამართავს.