NDI: 45% ნაწილობრივ ეთანხმება , რომ ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს

NDI: 45% ნაწილობრივ ეთანხმება , რომ ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, შეკითხვას „რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს თქვენთვის  მნიშვნელოვან ცვლილებებს“   გამოკითხულ რესპოდენტთა 45% ნაწილობრივ ეთანხმება  მოსაზრებას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს,  გამოკითხულთა 21 % საერთოდ არ ეთანხმება, 15% ნაწილობრივ ეთანხმება,  7% სრულად ეთანხმება,  ხოლო 10%-მა ამის შესახებ არაფერი იცის.

კვლევის შედეგები აგვისტოს მოიცავს. საქართველოს მასშტაბით 2, 038 რესპოდენტი გამოიკითხა. ცდომილება პლუს-მინუს 3%-ია.