ქეთი მელუა ახალ ალბომს წერს, რომლის სახელია ”საიდუმლო სიმფონია” - ეს უკვე ნამღერი, სხვისი სიმღერების ქეთისეული ინტერპრეტაციაა.
ალბომს მუსიკალურად მაიკ ბიტის სიმფონიური ორკესტრი აფორმებს.
”ყოველთვის მინდოდა რაიმე მსგავსი გამეკეთებინა. სხვისი სიმღერების შესრულება ხმის ახალ შესაძლებლობებს ავლენს. იდეა ისეთი სიმღერების მოძიება იყო, რომელიც დიდებულმა ადამიანებმა დაწერეს. მაგალითად, რონ სექსმიტის Gold In Them Hills, ბონი რაიტი და სხვა", - განაცხადა მომღერალმა.
26 წლის ქეთი მელუა ცოტას ნერვიულობს კიდეც - იცის, რომ მის ახალ ალბომზე თავის აზრს ყველა მელომანი გამოთქვამს.
”ვნერვიულობ, რადგან ვიცი, რომ როდესაც მუსიკას უსმენ, შენთვის კონკრეტულ სიმღერასთან კონკრეტული გრძნობა ასოცირდება. ამიტომ არის, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს ერთსა და იმავე მუსიკას”.
ვარსკვლავმა განაცხადა, რომ როდესაც წერს, წერს ყოველთვის იმ წუთას განცდილს და შემდეგ ხშირად აღარ ახსოვს, რას ეძღვნება მისი სიმღერები.