ჩოგბურთელი ირაკლი ლაბაძე „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებს

ჩოგბურთელი ირაკლი ლაბაძე „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებს

ცნობილი ჩოგბურთელი ირაკლი ლაბაძე „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებს. ის დღეს კოალიციის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და მას მხარდაჭერა აღუთქვა.

მისი თქმით ივანიშვილის მიერ არჩეული კურსი მისთვის მისაღებია და ამიტომ მის პოლიტიკას მიესალმება.

„მე მხარში ვუდგავარ „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ, სპორტსმენები ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით ვიდგებით“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა ირაკლი ლაბაძემ.