NDI: გამოკითხულთა 46% -მა  მთავრობის ოთხწლიანი გეგმის შესახებ არ იცის

NDI: გამოკითხულთა 46% -მა მთავრობის ოთხწლიანი გეგმის შესახებ არ იცის

NDI-ის სოციოლოგიური კვლევის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო  მერაბიშვილის მიერ,  წარმოდგენილი მთავრობის ოთხწლიანი გეგმის შესახებ გამოკითხულთა 47% ინფორმირებულია, 46% კი,  აცხადებს, რომ მერაბიშვილის ოთხწლიანი გეგმის თაობაზე არ იცის.

რესპონდენტთა ყველაზე მეტი - 52% მერაბიშვილის ოთხწლიანი გეგმის შესახებ დედაქალაქშია ინფორმირებული. 47%-მა აღნიშნული გეგმის თაობაზე ქალაქებში იცის,  44%-მა კი სოფელში.

NDI-ის კითხვაზე „მერაბიშვილის გეგმიდან რომელი საკითხია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი“,  გამოკითხულთა 47%-დან, ვინც გეგმის თაობაზე ინფორმირებულია, ყველაზე მეტი 1000 ლარიან ვაუჩერს ასახელებს (26%). შემდეგ მას  სამუშაო ადგილები (20%)მოჰყვება, ხოლო რეიტინგული მაჩვენებლით მესამე ადგილზეა სოფლის მეურნეობაა (19%).

ამასთანავე სამთავრობო პროგრამის თაობაზე ინფორმირებულ გამოკითხულთა 47%-დან, 85% აცხადებს,რომ წარმოდგენილ გეგმას მხარს უჭერს, 9%  - მხარს არ უჭერს, 5%-მა კი არ იცის.

კვლევა 2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის ჩატარდა NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ.

კვლევის შედეგების პირველი ნაწილის პრეზენტაცია დღეს NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.

კვლევის საველე სამუშაოების თარიღი 31 ივლისი -12 აგვისტოა.