არასამთავრობოები  საუბნო საარჩევნო სიების საცხოვრებელი მისამართების მიხედვით დაბეჭდვას მოითხოვენ

არასამთავრობოები საუბნო საარჩევნო სიების საცხოვრებელი მისამართების მიხედვით დაბეჭდვას მოითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საუბნო საარჩევნო სიების არა ალფაბეტური თანმიმდევრობით, არამედ საცხოვრებელი მისამართების მიხედვით დაბეჭდვას მოითხოვენ.

ამ შინაარსის წერილით არასამთავრობოებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს წერილით მიმართეს.

„მოგმართავთ თხოვნით, რათა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება, რათა საუბნო საარჩევნო სიები დაიბეჭდოს არა ალფაბეტური თანმიმდევრობით, არამედ საცხოვრებელი მისამართების მიხედვით. ეს ხელს შეუწყობს ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან სიაში მყოფი ამომრჩევლების გადამოწმებას და ხელს შეუწყობს საარჩევნო სიების მიმართ ნდობის ხარისხის ამაღლებას", - ნათქვამია მიმართვაში.

 რეზოლუციას ხელს აწერენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედისაშუალებების ნაწილის წარმომადგენლები, უფლებადამცველები, ადვოკატები და პოლიტოლოგები.