Uniqlo-ს შემოდგომა/ზამთრის ახალი კოლექცია (VIDEO)

Uniqlo-ს შემოდგომა/ზამთრის ახალი კოლექცია (VIDEO)

შემოდგომა/ზამთრის ახალ სეზონზე, იაპონური ბრენდი Uniqlo აგრძელებს თანამშროლობას,  ცნობილ ლონდონელ დიზაინერ ორლი კარლისთან, რომელიც ყოველდღიური სამოსის ახალ კოლექციას გვთავაზობს.

კოლექციაში წარმოდგენილია მაისურები, პერანგები, ნაქსოვის კაბები, შორტები და შარვლები, რომლებიც შემოდგომის ფერთა პალიტრითაა შეხამებული.

დიზაინერსა დიდი წარმატება მოუტანა ახალ კოლექციაში 50-იანი წლების მოდის ნოსტალგიური ელემენტის ჩადებამ, მაგალითად ყავისფერისა და თეთრის კომბინაციამ.

Uniqlo შემოდგომა/ზამთრის ახალი კოლექცია, არის დიზაინერისა და ბრენდის თანამშორბლობის მეორე ეტაპი. ახალი სამოსი მაღაზიებში სექტემბრის ბოლოს გამოჩნდება და ის ძირითადად ახალგაზრდებზეა გათვლილი.

Uniqlo უკვე ჩაერთო, ახალი კოლექციის მხარდამჭერ სარეკლამო კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც  წარმოგვიდგინა პირველი ვიდეორგოლი, სადაც ორი თავქარიანი მეგობრის, მხიარული ისტორია მინი ფილმადაა გადმოცემული.