NDI:  გამოკითხულთა  67%   დაუსაქმებელია

NDI: გამოკითხულთა 67% დაუსაქმებელია

NDI-ის სოციოლოგიური კვლევის თანახმად, თვლით თუ არა  თავს დასაქმებულად, გამოკითხულთა 67% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, 33% მიიჩნევს.

დასაქმების საკითხი სქესთა შორის განსხვავება შეინიშნება და გამოკითულთა მიხედვით, მამაკაცები უფრო მიიჩნევნ დასაქმებულად თავს, ვიდრე ქალები.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 67%  რომელიც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, სამსახურის მაძიებელია 48%, 33% - უმჯობეს სამუშაოს ეძებს, 6% არ ეძებს, 28% - კი არააქტიური შრომითი რესურსია.

კვლევა  2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის ჩატარდა NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ.

კვლევის შედეგების პირველი ნაწილის პრეზენტაცია დღეს NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.

კვლევის საველე სამუშაოების თარიღი 31 ივლისი -12 აგვისტოა.