NDI: 13%-ის აზრით საპარლამენტო არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდება

NDI: 13%-ის აზრით საპარლამენტო არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდება

NDI -ის სოციოლოგიური კვლევის თანახმად, შეკითხვაზე როგორ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გამოკითულთა 13% მიიჩნევს, რომ ძალიან კარგად ჩატარდება, 47% მიიჩნევს, რომ მეტნაკლებად კარგად, 13%-ის აზრით ნაწილობრივ გაყალბდება, 3%- სრულად გაყალბდება, 18%-მა კი არ იცის.

NDI -ის კვლევის შედეგები დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.

კვლევა  2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ NDI-ის დაკვეთით ჩატარდა.

კვლევის საველე სამუშაოების თარიღი 31 ივლისი -12 აგვისტოა.