NDI: გამოკითხულთა 48%-ის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის ყველაზე რეალური საფრთხეა

NDI: გამოკითხულთა 48%-ის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის ყველაზე რეალური საფრთხეა

NDI-ის სოციოლოგიური კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის ყველაზე რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

30% მიიჩნევს, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა გაზვიადებულია საფრთხე.

9%-ს აზრით კი რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

კვლევა  2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის  კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ NDI-ის დაკვეთით ჩატარდა.

კვლევის შედეგების პირველი ნაწილის პრეზენტაცია დღეს NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.

კვლევის საველე სამუშაოების თარიღი 31 ივლისი -12 აგვისტოა.