NDI: გამოკითხულთა 42% -მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა, 40%-ის აზრით კი არა

NDI: გამოკითხულთა 42% -მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა, 40%-ის აზრით კი არა

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI)-ის „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართა.

სოციალური კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე არის თუ არა საქართველოში ამჟამად დემოკრატია პასუხი ასეთია: 42% -დიახ, 40% - არა,

კვლევის შედეგების პირველი ნაწილის პრეზენტაცია დღეს NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ წარმოადგინა.

კვლევის საველე სამუშაოების თარიღია 2012 წლის 31 ივლისი - 12 აგვისტო. გამოიკითხა 2.038 ინტერვიუერი და თითოეული მათგანი პირდაპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.

კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.