ნინო კალანდაძე: გამომსვლელთა ძირითადი აქცენტი ახალ პრიორიტეტებზე გაკეთდა

ნინო კალანდაძე: გამომსვლელთა ძირითადი აქცენტი ახალ პრიორიტეტებზე გაკეთდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით ამბასადორიალზე გამომსვლელთა ძირითადი აქცენტი ახალ პრიორიტეტებზე გაკეთდა. ამის შესახებ მათ სასტუმრო „რედისონში" მიმდინარე ამბასადორიალზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ამბასადორიალი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვნად წარიმართა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამომსვლელთა ძირითადი აქცენტი ახალ პრიორიტეტებზე გაკეთდა - იმ რეგიონების მიხედვით, რომელიც ჩვენთვის დღეს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით არის მნიშვნელოვანი.

„გასული წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პრიორიტეტი გამოიკვეთა, ასევე ბევრი ხარვეზი იყო, სამინისტროს ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას აქცევს. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები ბუნებრივია გამოკვეთილია, თუმცა ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგებით, მათ შორის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის პოლიტიკის გათვალისწინებით საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც რეგიონულ საკითხებს, ასევე იმას, თუ ცალკეული სახელმწიფოს დედაქალაქში რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტები.