„ქართული ოცნების“ ლიდერები პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ ლიდერები პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ

ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბლოკის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდნენ და მათ ყველაზე ძლიერი და რეალური ოპოზიციური გაერთიანებისგან ქვეყნის განვითარების სტრატეგია მოისმინეს. მისი თქმით, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ საქართველოსთან ისინი ურთიერთობას და თანამშრომლობას მომავალშიც შეინარჩუნებენ.

„მინისტრებმა რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ ისინი გააგრძელებენ საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობას, მიუხედავად იმისა ჩვენ მოვალთ თუ არა ხელისუფლებაში.

თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილმა ორი ქვეყნის მთავარ დიპლომატს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში გაწეული დახმარებითვის მადლობა გადაუხადა.

„ისინი დიდი ყურადღებით ეკიდებიან საქართველოს საკითხს და  იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოში მოხდება უპრეცედენტო შემთხვევა - ხელისუფლების დემოკრატიული არჩევნების გზით ცვლილება“, - დასძინა ივანიშვილმა.