ნინო ნაკაშიძე: ამბასადორიალი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების  გადახედვის საშუალებაა

ნინო ნაკაშიძე: ამბასადორიალი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების გადახედვის საშუალებაა

„ამბასადორიალი საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების  გადახედვის საშუალებაა“, - ასე აფასებს  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში ნინო ნაკაშიძე წლევანდელ ამბასადორიალს.

როგორც მან სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე ამბასადორიალზე საუბრისას აღნიშნა, მსგავსი შეკრება უკვე მეოთხედ ტარდება და ძალიან სასარგებლო და საჭირო ტრადიციაა. 

დიპლომატის თქმით, მსგავსი შეხვედრები ყველა ქვეყნისთვის სასარგებლოა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები საშუალებას იძლევა ყველა ის სიახლე, რომელიც საქართველოში დაინერგა უცხოეთს უკეთესად გააცნონ.

„ყველა ამბასადორიალზე ის პრიორიტეტები განიხილება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით აქვს. ჩვენთვის ზოგადი ინფორმაციის კიდევ ერთხელ გადახედვა მნიშვნელოვანია, რადგან დიპლომატები ერთმანეთს დაგროვილ გამოცდილებას ვუზიარებთ“ - განაცხადა ნაკაშიძემ.

სასტუმრო „რედისონში“ დღეს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა-ამბასადორიალი დღეს გაიხსნა.