„საზამთროს ფესტივალი“ სიღნაღის ცენტრში

„საზამთროს ფესტივალი“ სიღნაღის ცენტრში

დღეს, სიღნაღში, პროექტ „შემოიარე საქართველოს“ ფარგლებში „საზამთროების ფესტივალი“ გაიმართება.

სიღნაღის ცენტრში მოსულ სტუმრებს კი შესაძლებლობა ექნებათ, მთელი დღის განმავლობაში დააგემოვნონ საზამთრო და მისგან დამზადებული პროდუქცია. ასევე, სურვილისამებრ, საინფორმაციო დაფასთან გაიარონ რეგისტრაცია და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა თამაშებში. 

მთელი დღის განმავლობაში ქართული ზღაპრის გმირები ბავშვებს სხვადასხვა გასართობ პროგრამას შესთავაზებენ. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნიმუშები. 

პროექტის მიზანი საქართველოში ზაფხულის სეზონის ტურისტული აქტივობების პოპულარიცაზიაა.