სამტრედიაში კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი გახსნა

სამტრედიაში კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი გახსნა

სამტრედიაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სიის პირველმა ნომერმა კახი კალაძემ საარჩევნო შტაბი გახსნა. ღონისძიებას კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისისა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ალასანია დაესწრნენ.

კოალიციის ლიდერებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვითაც მიმართეს. როგორც გუბაზ სანიკიძემ განაცხადა,  კახი კალაძის საარჩევნო კამპანია ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ სამტრედიაში „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გაიმარჯვა.

„ჯვრაცმას - წითელ პარასკევს ყოველთვის აღდგომა მოსდევს.  9 წლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილი ჯვარცმა საქართველომ უკვე გაიარა. ეხლა ჩვენ გველოდება აღდგომა, 1 ოქტომბერი იქნება ჩვენი აღდგომა, ახალი წელი მთელი საქართველოსთვის“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ირაკლი ალასანიამ კალაძეს მადლობა გადაუხადა ამ ბრძოლაში ჩართვისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს არჩევნები ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.

„ჩვენ ერთად გავაგრძელებთ იმ ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ დაიწყეს. ოქტომბერში საქართველოს ხელისუფლებაში მოდის ხალხის უმრავლესობა და ამ უმრავლესობით ჩვენ იმ ოცნებას ერთად ვაქცევთ რეალობად, რასაც ქართული ოცნება ჰქვია“, - განაცხადა ალასანიამ.