„COLDPLAY“ ახალ სიმღერას „CHARLIE BROWN“ გვთავაზობს

„COLDPLAY“ ახალ სიმღერას „CHARLIE BROWN“ გვთავაზობს

ჯგუფის „Coldplay“ ახალი სიმღერა „Charlie Brown“ კოლექტივის ახალ ალბომში შევა. ახალი სიმღერა ჯგუფმა ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ახალი ფირფიტის პირველი სინგლი „Every Teardrop Is A Waterfall“ ბრიტანულ ჩარტებში მე-6-ე; ამერიკულში კი მე-12-ე პოზიციას იკავებს. აგრეთვე რამდენიმე ახალი სიმღერა გაჟღერდა ჯგუფის ევროპულ ტურნეს ფარგლებში გამართულ კონცერტებზე. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი „Coldplay“ ტურნეს დროს რამდენიმე პოპულარულ ფესტივალზე გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის „Coldplay“ მეხუთე ალბომი გაყიდვაში 24 ოქტომბერს გამოვა.