სტინგი მუზიკლსთვის კომპოზიციებს შექმნის

სტინგი მუზიკლსთვის კომპოზიციებს შექმნის

სტინგი მუზიკლ "უკანასკნელი ხომალდისთვის" ახალ კომპოზიციებს დაწერს. სავარაუდოა, რომ მუზიკლი ძირითადად დაფუძნებული იქნება სტინგის ალბომ "Тhe Soul Cages"-ში შესულ კომპოზიციებზე. 

მუზიკლის ტექსტის ავტორი ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და დრამატურგი ბრაიან იორკი იქნება. 

სცენარის მიხედვით, მოქმედება ХХ საუკუნის 80-იან წლებში ვითარდება. მთავარი გმირი, 30 წლის მამაკაცი, ტოვებს მშობლიურ ქალაქ ნიუკასლს. რამდენიმე ხნის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, ნიუკასლში დაბრუნდეს, რათა დაიბრუნოს თავისი ოჯახი. 

სტინგმა მუზიკლის მთავარ გმირების შემსრულებლებთან გარკვეულ დეტალებზე მუშაობა უკვე დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ "The Soul Cages", რომელიც 1991 წელს გამოვიდა, სტინგის სოლოკარიერაში მესამე სოლოალბომი იყო.