შსს-ს ძალების მიერ მძევალთა კიდევ ერთი ჯგუფის გათავისუფლება მოხდა

შსს-ს ძალების მიერ მძევალთა კიდევ ერთი ჯგუფის გათავისუფლება მოხდა

ლოპოტას ხეობაში მიმდინარე დევნის ოპერაციასთან დაკავშირებით ქართული ტელეკომპანიები ახალ დეტალებს ავრცელებენ. მათი ცნობით, საქართველოს შსს ძალების მიერ მძევალთა კიდევ ერთი ჯგუფის გათავისუფლება გახდა შესაძლებელი.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარე ოპერაცია მძევალთა მესამე ჯგუფის გათავისუფლებას უკავშირდება.

ტელეკომპანიების თქმით, საუბარია მძევალთა 2-3 კაციან ჯგუფებზე.

დაღესტნიდან საქართველოში გადმოსულ შეიარაღებულ ჯგუფს ცეცხლის გახსნამდე სამართალდამცველებმა რამდენჯერმე დანებება შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.

ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება.