შსს-მ დივერსანტების ყოფილი მძევლების ინტერვიუები გამოაქვეყნა

შსს-მ დივერსანტების ყოფილი მძევლების ინტერვიუები გამოაქვეყნა

საქართველოს შს სამინისტრო ლოპოტას ხეობაში, დივერსანტების ყოფილი მძევლების ინტერვიუებს აქვეყნებს.

როგორც  ტყვეობიდან გათავისუფლებულები აცხადებენ,  ისინი შეიარაღებულმა პირებმა აიყვანეს მძევლად. შეიარაღებული დივერსანტები მათ წინააღმდეგობის გაწევის ან გაქცევის შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდნენ.

„ბუნებაში ვიყავით საქეიფოდ მეგობრები. უკან რომ ვბრუნდებოდით მოვუყვებოდით მდინარის პირას, შეგვხვდა რამდენიმე ავტომატით შეიარაღებული ადამიანი და გვითხრეს, რომ ვიყავით მძევლები და  უნდა წავსულიყავით მათთან ერთად. მათთან ყოფნის დროს, მკაცრად გააგვაფრთხილეს, რომ  თუ გაქცევას შევეცდებოდით მოგვკლავდნენ. იყვნენ 15 ადამიანზე მეტი   ავტომატებით და სხვა იარაღებით შეიარაღებულნი“, - აცხადებენ გათავისუფლებული  მძევლები.

ცნობისთვის, ლიპოტას ხეობაში ამჟამადაც გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედის შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროები. შემუშავებულია უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც  ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.