„ქართული ოცნება

„ქართული ოცნება" ტელედებატებში მონაწილეობის შესახებ კომენტარს ჭანტურიასთან შეხვედრის შემდეგ ხვალ გააკეთებს

კოალიცია "ქართული ოცნება" საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეთავაზებული ტელედებატებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებაზე კომენტარს ხვალ მაუწყებლის გენერალურ დირექტორ გია ჭანტურიასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

კოალიციის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ჭანტურიას ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ ესაუბრა.

„რამდენიმე წუთის წინ დამირეკა გია ჭანტურაიამ და მითხრა, რომ წერილი მოგვივა. ხვალ ჭანტურიას უნდა შევხვდე და სწორედ ამის შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელის პირდაპირ ეთერში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის ტელედებატები 9 სექტემებერს გაიმართება.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონეფერენციაზე ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა.