რუსული Би-би-си დევნის ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რუსული Би-би-си დევნის ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველო-დაღესტნის საზღვართან, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე დევნის ოპერაციის დროს განვითარებულ მოვლენებს, რუსული Би-би-си-ც ეხმაურება.

მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია რომ, „საქართველოში მიმდინარეობს, მძევლების განთავისუფლების სპეცოპერაცია, რომლებიც დაღესტნიდან შემოსულმა შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს, როგორც Би-би-си-ის კორესპოდენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ქართულ-რუსულ საზღვარზე შეიარაღებულმა პირებმა მძევლად რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები აიყვანეს და ტყეში მიიმალნენ. სპეცსამსახურებმა ხუთი ადამიანი უკვე გაანთავისუფლეს, ოპერაციის დროს დაიღუპა ერთი დივერსანტი".