დღეს მაიკლ ჯექსონის დაბადების დღეა (VIDEO)

დღეს მაიკლ ჯექსონის დაბადების დღეა (VIDEO)

დღეს, ლეგენდარული მაიკლ ჯექსონი 54 წლის გახდებოდა. „პოპის მეფე“ 1958 წლის 29 აგვისტოს ინდიანას შტატში დაიბადა. მისი ოჯახი თავიდანვე გახდა ცნობილი, როცა ჯგუფი Jackson 5 ჩამოაყალიბეს. მაიკლი ყველასგან გამოირჩეოდა თავის საოცარი პლასტიკითა და ხმით. გავიდა დრო და ჯგუფმა საოცარი პოპულარობა მოიპოვა, უშვებდნენ ალბომებს, აწყობდნენ შოუებს. მაიკლი კი ხალხის სულ უფრო და უფო მეტ სიყვარულს იმსახურებდა.
მისი სოლო კარიერა 1979 წლიდან დაიწყო. პირველი ალბომი 20 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. 1982 წელს ფილმ „Thriller“-ისთვის დაწერილმა სიმღერამ კი საფუძველი ჩაუყარა მის დიდებისკენ მიმავალ გზას. „Thriller“ დაერქვა მის მომდევნო ალბომსაც, რომელშიც შესულმა სიმღერებმა- „Beat It” , „Billie Jean” უდიდესი აღიარება ჰპოვა, ხოლო თვითონ ალბომი 29 მილიონმა ადამიანმა შეიძინა. ამას მოჰყვა ალბომები : „Bad”, „Dangerous”, „HIStory”, „Blood On The Dance Floor”, „Invincible”.
2009 წლის აპრილში მასმედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ექიმებმა ჯექსონს კანის კიბო აღმოუჩინეს, მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარჰყო და განაცხადა, რომ მომღერალი სრულიად ჯანმრთელია. ამავე წლის 25 ივნისს ლოს-ანჯელესში მისივე საცხოვრებელ სახლში, პოპ-მუსიკის ლეგენდას გული გაუჩერდა. როდესაც ექიმები მივიდნენ, ჯექსონს უკვე სუნთქვა ჰქონდა შეწყვეტილი. ექმებმა მას სწრაფად ჩაუტარეს გულის მასაჟები, მაგრამ იგი კალიფორნიის უნივერსტეტში მიყვანისას კომაში ჩავარდა და