თავდაცვის სამინისტრო ლოპოტას  ხეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო ლოპოტას ხეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რუსეთ-საქართველოს საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, ლოპოტას  ხეობაში დევნის ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

From.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ხეობაში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედის შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროები. შემუშავებულია უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც  ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.