პროფესორთა დაცვის ლიგის განცხადება

პროფესორთა დაცვის ლიგის განცხადება

სამთავრობო კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აღარ აძლევენ აკრედიტაციას, რაც ავტომატურად გამოიწვევს ამ დაწესებულების ლიკვიდაციას.

უნივერსიტეტის პრესტიჟულ ადგილას მდებარეობა და მისი მრავალრიცხოვანი კორპუსები ბევრს აღუძრავს მადას - როგორც ხელისუფლებაში (პრეზიდენტს დღემდე არ მოუწერია ხელი ბრძანებისათვის, რომლითაც მთელი ეს ქონება უნდა დაუკანონდეს უნივერსიტეტს), ასევე უმაღლესი განათლების მონოპოლისტებში-ბენდუქიძისა და ალასანიას კანტორებში (ამ უკანასკნელმა უკვე მიისაკუთრა უნივერსიტეტის კუთვნილი 15 ათას კვ. მეტრზე მეტი ფართობი და წამოჭიმა დიდი კორპუსი).

ჩვენ კატეგორიულად ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ არ გაბედოს ამ ვანდალური აქტის ჩადენა და უნივერსიტეტს აკრედიტაცია მისცენ 10 სექტემბრამდე, თორემ დავიწყებთ მრავალრიცხოვან აქციებს, რომელსაც შემოუერთდებიან პოლიტიკური პარტიები და რომელსაც გადაჰყვება ეს მოძალადე ხელისუფლება.