ზაალ კასრელიშვილი: არავინ  იცის ეს ხალხი დაღესტნელები იყვნენ, დაქირავებული ბოევიკები თუ გადაცმული ქართველები

ზაალ კასრელიშვილი: არავინ იცის ეს ხალხი დაღესტნელები იყვნენ, დაქირავებული ბოევიკები თუ გადაცმული ქართველები

კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილის განცხადებით, ისინი რამდენიმე თვის წინ პროგნოზირებდნენ, რომ სექტემბრის თვეში კავსაკსიური თემის გააქტიურება დაიწყებოდა. თუმცა აცხადებს, რომ ამას მაშინ არც ხელისუფლებისა და არც ტელევიზიების მხრიდან  გამოხმაურება არ მოყოლია.

მისი თქმით,  თავდამსხმელების წარმომავლობა ამ დრომდე არ დადგენილა. ამიტომ ქართულ მედიასა და საქართველოს მოსახლეობას ამა თუ იმ ინციდენტის განხილვის დროს ეთნიკური ნიშნით ხაზგასმისაგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„არავინ არ იცის ეს ხალხი დაღესტნელები იყვნენ, დაქირავებული ბოევიკები თუ გადაცმული ქართველები. დღეს დილით ჩვენმა დაღესტნელმა მეგობრებმა კატეგორიულად უარყვეს დაღესტნელების მონაწილეობა ამ ინციდენტში. ამიტომ თხოვნით მივმართავ საზოგადოებას ამ ინციდენტის განხილვის დროს ეთნიკურ აქცენტებს ნუ დავსვამთ“, - განაცხადა მან.