შსს: ლოპოტას ხეობაში  შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით  ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება

შსს: ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, ლოპოტას  ხეობაში დევნის ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით  ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება.

From.ge შს სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ხეობაში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედის შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროები. შემუშავებულია უწყებათაშორისი კორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც  ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.