საარჩევნო სუბიექტებს ცესკო ვადებს ახსენებს

საარჩევნო სუბიექტებს ცესკო ვადებს ახსენებს

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სარეგისტრაციო ვადების შესახებ,  განცხადება გაავრცელა და საარჩევნო სუბიექტებს შეახსენა, რომ პარტიული სიებისა და მაჟორიტარული კანდიდატების, აგრეთვე თანდართული დოკუმენტაციის ცესკოში წარდგენის ვადა  2012 წლის პირველ სექტემბერს იწურება.

„პროცედურულ ვადებთან დაკავშირებული გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო სუბიექტებს მიმართავს თხოვნით, - ყურადღებით მოეკიდონ აღნიშნულ საკითხს და დროულად დაიჭირონ თადარიგი ყველა საჭირო განაცხადისა და დოკუმენტაციის წარმოსადგენად“, - ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.