ლუკა კურტანიძე და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ლაგოდეხის მოსახლეობას შეხვდნენ

ლუკა კურტანიძე და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ლაგოდეხის მოსახლეობას შეხვდნენ

კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე და კოალიციის წევრები ნანა და ლილი ხურითები ლაგოდეხის სოფლებს სტუმრობდნენ.

ოცნების წევრები სოფლების - ხიზას, ზემო და ქვემო გურგენიანის, მაწინის, შრომასა და კავშირის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევის მცდელობაზე ესაუბრეს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მათი თქმით, ხელისუფლებამ ელემენტარული პრობლემების მოგვარებაც კი ვერ შეძლო. 

როგორც კურტანიძე აცხადებს, შეხვედრას არამარტო ადგილობრივი, არამედ სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული მოსახლეობა შეუერთდა.

„აქ ადამიანები სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოვიდნენ იმისათვის, რომ საზოგადოებას აჩვენონ, რომ ბიძინა ივანიშვილს არამარტო კურტანიძე და უბრალოდ კოალიციის წარმომადგენლები, არამარტო მთელი საზოგადოება უდგას გვერდში და უჭერს მხარს“, - განაცხადა მან.

კურტანიძე ადგილობრივ მოსახლეობას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არსებული ყველა პრობლემის მოგვარებას დაპირდა.