ნიკი მინაჟისა და B.o.B-ის ახალი კლიპი(VIDEO)

ნიკი მინაჟისა და B.o.B-ის ახალი კლიპი(VIDEO)

ამერიკელი რეპერის B.o.B-ის Youtube-ს გვერდზე შედგა ახალი ვიდეორგოლის პრემიერა,  სიმღერაზე „Out Of My Mind“, რომელიც რეპერმა ცნობილ კოლეგასთან ნიკი მინაჟთან ერთად ცოტა ხნის წინ ჩაწერა. ვიდეოს გადაღებები ივლისში, ქალაქ დეტროიტში მიმდინარეობდა. კადრებში შეშლილთა თავშესაფარი, შეშლილი ექიმები და  სიმღერის შემსრულებლები ჩანან.

 ვიდეოკლიპის ავტორი, ცნობილი კლიპმეიკერი ბენი ბუმია. რეპერების გულშემატკივრებმა უკვე ნახეს და შეაფასეს კლიპი. ბლოგერების უმრავლესობის აზრით კლიპის შინაარსი არაჩვეულებრივად მიესადაგება სიმღერას - „შეშლილი კლიპი შეშლილი სიმღერისთვის! ყველაფერი არაჩვეულებრივია!“.

 კომპოზიცია „Out Of My Mind“ B.o.B-ის მეორე სტუდიური ალბომის „Strange Clouds“ მეოთხე სინგლია.

როგორც ნიკი მინაჟი აღნიშნავს, B.o.B-თან თანამშრომლობა ყოველთვის სასიამოვნოდ გაახსენდება და იმედსაც იტოვებს, რომ ისინი კიდევ რამდენიმე დუეტს ჩაწერენ ერთად.